loader

ძლიერი აფეთქება ანკარაში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება ანკარაში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თბილისის დროით 20:45 საათზე მომხდარ აფეთქებას ადამიანთა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან მაშინ მოხდა, როდესაც იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მთლიანად დაიწვა ერთი მუნიციპალური ავტობუსი. ვრცელდება ინფორმაცია მრავალი დაშავებულის შესახებ.
პოლიციას შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვს. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მეხანძრეები.
წინასწარი მონაცემებით, ანკარის ცენტრში დანაღმული ავტომანქა აფეთქდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.