ხოცვა-ჟლეტა კოტ დ'იუვარში: შეცდომა, რომელსაც მისი ქმარი ემსხვერპლა
კურორტ გრან-ბასამში სასტუმროზე თავდასხმა მოხდა, რასაც 16 ადამიანი შეეწირა. თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, მკვლელები შავი სედანით გამოჩნდნენ. ისინი ინგლისურად და სხვა უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ, ეცვათ შავი ჯინსები და გემოვნებიანი ფეხსაცმელები. ისინი კოტ დ'იუვარიდან არ იყვნენ.
"მე ხელისუფლებას ვადანაშაულებ, პოლიციას ვადანაშაულებ, სასტუმროს ვადანაშაულებ", - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი სელენ გელეიტი, რომელსაც თავდასხმის შედეგად ქმარი მოუკლეს.
"ოთახში ვიყავი, როდესაც სროლის ხმა გავიგე. გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ხალხი გარბოდა. პანიკაში ჩავვარდი და პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, თუ სად არის ჩემი ქმარი".
ვიდეომასალაში ჩანს, რომ სროლის დროს მისი ქმარი გაიქცა და ბარს ამოეფარა, რაც მისი მხრიდან შეცდომა იყო, რომელიც სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.
შეგახსენებთ, 13 მარტს კოტ დ'იუვარში, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - 14 სამოქალაქო და ორი სამხედრო. მათ შორის იყვნენ ევროპელი ტურისტებიც.