ყოფილი მე-8 საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დახურვას აპროტესტებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ყოფილი მე-8 საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის სარემონტოდ დახურვას აპროტესტებენ .
კლინიკის თანამშრომლებს დღეს, 27 ივლისს პარლამენტის "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის წევრები მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ახვლედიანი შეხვდნენ და კლინიკაში შექმნილი პრობლემებით დაინტერესდნენ.
როგორც ალადაშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, 26 აგვისტოდან კლინიკა რემონტის მიზეზით 1,5 წლით იხურება. ისინი ითხოვენ, კლინიკის შენობის რემონტი ისე განხორციელდეს, რომ საავადმყოფოს დახურვა საჭირო არ იყოს.
როგორც შეხვედრაზე ქირურმა გიორგი ხუციშვილმა განაცხადა, ისინი არ შეურიგდებიან კლინიკის დახურვას, ბრძოლას გააგრძელებენ და პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მიმართავენ.
ხუციშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ თავის დროზე ყოფილი მე-8 საავადმყოფო,"ბლოგ ჯორჯიას" გადაეცა. როდესაც ეს კომპანია სამედიცინო სფეროს ჩამოაშორეს, საავადმყოფო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა.
კლინიკის პერსონალს სოლიდარობას უცხადებენ ”ქრისტიან-დემოკრატები”: ”დაუშვებელია, რომ კლინიკამ შეწყვიტოს ფუნქციონირება. კოლექტივის მოთხოვნა აბსოლუტურად პრაგმატული და სამართლიანია, ამიტომ მოვუწოდებთ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს კონტრაქტები გაუგრძელდეს კლინიკის ყველა თანამშრომელს”, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.