რომის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა: დაღუპულია ერთი ადამიანი
რომის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ANSA იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი. წინასწარი მოკვლევით, შემთხვევა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. აფეთქება სარდაფში მოხდა.