loader

AUTO BILD-ის წარმომადგენლების დიდი თავგადასავლის დასაწყისი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

AUTO BILD-ის წარმომადგენლების დიდი თავგადასავლის დასაწყისი

ყოველ წელს, გაზაფხულზე, რომში AUTO BILD-ის დიდი ოჯახის (32 ქვეყნის გამოცემა) შეკრებაა, რომლის მიზანი უახლესი ავტომობილების გატესტვა და შეფასება გახლავთ. ამიტომაც ჰქვია ამ ღონისძიებას TEST THE BEST. გარდა ამისა, ამ შეკრებაზე AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და ახალ იდეებს ვუზიარებთ.

წელს, "ბრიჯსტოუნის" ტრეკზე, რომელიც რომთან ახლოს მდებარეობს, AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ახალი მოდელები ჩაიყვანეს - მაგალითად, Bentley Bentayga, BMW M2, Hyundai Ioniq hybrid, Mercedes E-კლასი, Porsche 911 Turbo, Audi R8, Mercedes GLS, Honda Civic Type R, Range Rover Long 5.0 V8 Autobiography, Toyota Prius, Kia Sportage, Renault Talisman, VW Golf R და ა.შ.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია autobild.ge-ზე