სცენაზე გველისგან დაკბენილმა მომღერალმა გამოსვლა მაინც გააგრძელა და ბოლოს მოკვდა
29 წლის ინდონეზიელ მომღერალ ირმა ბულს სცენაზე ნომრის შესრულებისას კობრამ უკბინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან პერფორმანსი გააგრძელა. 45 წუთის შემდეგ მას ღებინება და კრუნჩხვები დაეწყო, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.