პუტინი თარჯიმნობის გამო აპლოდისმენტებით დააჯილდოეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ მედიაფორუმში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რა კარგად ფლობს გერმანულ ენას. მან უცხოელი სტუმრის მიერ დასმული შეკითხვა გერმანულიდან რუსულად თარგმნა და აპლოდისმენტები დაიმსახურა.