loader

ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დავკარგე მშობელი და შევიძინე სულიერი მამა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დავკარგე მშობელი და შევიძინე სულიერი მამა"

დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სოფელი ვალე უნდა გავიაროთ. გზა რთულია, მსუბუქი მანქანით გავლა - შეუძლებელი. დღეს აქ, ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსში მთავრდება მამაჩემის, ივანე ლორთქიფანიძის საერო ცხოვრება და იწყება ბერი ათანასეს მოღვაწეობა. ბერად აღკვეცის წესი აქ ბოლოს 400 წლის წინ ჩატარდა. 4 საუკუნის შემდეგ პირველი ბერი, რომელიც ამ ტაძარში აღიკვეცა, მამაჩემია. პროცესი 1 საათი გაგრძელდა. გადაღების უფლება არა, თუმცა დასწრების ნებართვა მომცეს. განცდილის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მონასტერი შებინდებისას დავტოვე. მარტო წამოვედი. წარსულში და სამუდამო მოგონებად დარჩა მამასთან გატარებული წლები. დავკარგე მშობელი და შევიძინე სულიერი მამა. ამიერიდან ბერი ათანასეს სანახავად 250 კმ-ის გავლა, რიგითი მრევლის სტატუსით მომიწევს.

მარიამ ლორთქიფანიძე, ლაშა სამადალაშვილი
©PALITRATV.GE
იხილეთ| ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვაო"