საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო
საქართველოში ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა დაიწყო. მსურველებს ID ბარათის აღება თბილისში, ბათუმსა და რუსთავში შეეძლებათ, სექტემბრიდან კი მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაძის თქმით, განსხვავება ახალ და ძველ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს შორის ის არის, რომ ახლის გაყალბება შეუძლებელია, ძველი კი გაყალბებისგან არც თუ ისე დაცული დოკუმენტი იყო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, სამომავლოდ ID ბარათი მართვის მოწმობის ფუნქციასაც შეითავსებს.
ამასთან, ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტის აღების შემთხვევაში, მოქალაქე ID ბარათს მიიღებს. 10-დღიან ვადაში ID ბარათის აღების საფასური 30 ლარია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უფასოდ გაიცემა. დაჩქარებული მომსახურეობა ერთდღიან ვადაში კი, 65 ლარი ღირს.
ID ბარათის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ბათუმის იუსტიციის სახლთან დღეს, 1 აგვისტოს საღამოს ნინო ქათმაძის კონცერტი გაიმართება. ასევე, მოეწყობა ფილმის, "მომავლის საქართველოს" პრეზენტაცია, რომელიც ID ბარათის ფუნქციებს და მომავალში მისი გამოყენების პერსპექტივებს ასახავს.