დიმიტრი შაშკინი ელისო ბოლქვაძეს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცნობილ ქართველ პიანისტს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა, რომელიც 6 აგვისტოს, ბათუმში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა. მინისტრმა პიანისტს მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილეობისათვის და მოქვის სახარების რესტავრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც კონცერტზე შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი დაიხარჯება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაირიცხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციას მოხმარდება. უნიკალურ ხელნაწერთა შორისაა მოქვის სახარებაც, რომელსაც გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.
ამ ხელნაწერების გადასარჩენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილიონი ლარი გამოყო. კონცერტის დაწყებამდე ბათუმში მოეწყობა გამოფენა "ქართული ხელნაწერი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები, მათ შორის ხანმეტის ლექციონარის (VII-VIII სს), სინური მრავალთავის (864 წ.), ასტროლოგიური ტრაქტატი (1188-1210 წწ), მოქვის სახარების (1200 წ), ვეფხისტყაოსნის უძველესი ნუსხების და სხვა ხელნაწერთა ასლები.
სწორედ ამ უძველესი ძეგლების გადასარჩენად, მათი უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვის, კვლევის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, რომლის წევრიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ამავე საზოგადოების წევრია ელისო ბოლქვაძეც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ავიაკომპანია "აირზენა", რაციო "მუზა" და აჭარის ტელევიზია.