loader

"მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ... იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს დიდი ტკივილი მიაყენეს" - სოფო შევარდნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ... იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს დიდი ტკივილი მიაყენეს" - სოფო შევარდნაძე

გადაცემაში "მძიმე კაცთან" ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე იყო მიწვეული, რომელმაც სხვადასხვა თემასთან ერთად, "ნაციონალებსა" და "ქართულ ოცნებაზეც" ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" რაღაცებიც ძალიან მომწონდა ობიექტურად, იმიტომ, რომ ყველაფრის  მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს რევოლუციით, მოვიდნენ ახალგაზრდა ტიპები, შეარყიეს კარგად ქვეყანა და წავიდა წინ. ნუ, ახლა, მერე რაც გამოაშკარავდა, ის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ის, რომ ყველაფერი ისმინებოდა და ხალხი ტარაკნები იყვნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის მიუღებელია. ცოტა ორსული ვერ იქნები, თუ ხარ დემოკრატი, უნდა იყო დემოკრატი; თუ ხარ დიქტატორი, უნდა იყო დიქტატორი".

სოფიკო შევარდნაძის თქმით, მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ პიარში: "დააცემინებდა და მერე იტყოდა, რომ საქართველო გადავარჩინეო და მართლა ყველას სჯეროდა, რომ ეს ასე იყო. ამასაც უნარი და ნიჭი უნდა".

ასევე იხილეთ: ვინ არის სოფიკო შევარდნაძისთვის ვლადიმერ პუტინი?

ხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი