ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია - შალვა ოგბაიძე
საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემა პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა იყოს აწეული. ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე და მსხვერპლზე იყო საუბარი.