კაცი, რომელიც 25 წელია, მერიას ერთი და იგივე თხოვნით მიმართავს - "დავდივართ აქანა, მაგრამ ვერაფერი პასუხი ვერ მივიღეთ"
ყოველდღიურად თბილისის მერიას ათობით მოქალაქე აკითხავს სხვადასხვა პრობლემით. თბილისელებს საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურული, კომუნალური თუ მატერიალური საკითხები აწუხებთ და მერიის შესაბამისი დეპარტამენტებიდან დახმარებას ითხოვენ. PALITRATV.GE და AMBEBI.GE დაინტერესდა, რა პრობლემებით აკითხავენ ჩვენი თანამოქალაქეები ქალაქის მთავარ უწყებას და მერიაში დახმარების მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი ვადა 5 დღიდან იწყება და შესაძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს, ისე, როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის შემთხვევაში - ბატონი რობინზონი ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტას თბილისის მერიაში 25 წელია ცდილობს (!).
ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე
© PALITRATV.GE
ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე
© PALITRATV.GE