loader

"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები - ფრაგმენტი ფილმიდან "ნატვრის ხე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები - ფრაგმენტი ფილმიდან "ნატვრის ხე"

თუ გინდა, ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ.

ნინა გოგოხია, ფსიქოლოგი "ელიოზის სინდრომზე": "ხომ გახსოვთ ელიოზი, "ნატვრის ხის" პერსონაჟი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ნატვრისთვალს იპოვიდა ან ოქროს თევზს დაიჭერდა და ყოველდღე დილაადრიანად მის საძებნელად მიდიოდა. შინ კი ჩამოკონკილი, მშიერი და გათოშილი ოჯახი ელოდებოდა. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოებისა თუ კაზინოების ტყვეები დღეს კოლექტიურ ელიოზად მოგვევლინნენ. კოლექტიური ელიოზები ანგრევენ და აუბედურებენ თავიანთ გარშემო ყველაფერს და ხშირად ამას ნიღბავენ წუხილით, რომ თითქოსდა ონლაინკაზინოში თამაშითა და ფულის მოგებით ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ეს არის ვითომ წუხილი და ვითომ ზრუნვა, რასაც ემატება ცრუ ილუზია, რომ ოდესღაც გაგიმართლებს, მოიგებ და აშენდები - სწორედ ამ გზით მივდივართ ელიოზთან, იმ ელიოზთან, რომელიც მშიერ ოჯახს ყოველ დილას თავს ალოცვინებს, ვითომ მათი გადამრჩენელი ნატვრისთვალის მოსაპოვებლად, სინამდვილეში კი მათ აუბედურებს; იმ ელიოზთან, რომელიც თავისი უცნაური ახირების გამო ყველასგან გარიყულია. ელიოზი, შესაძლოა, თავადაც ვერ ხვდება (ან არ უნდა, მიხვდეს) რას სჩადის, როგორ სწირავს განუხორციელებელი ოცნების დევნით შვილებს... ელიოზი ცრუ ილუზიებმა იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ასევე ამთავრებს სიცოცხლეს ბევრი თანამედროვე ელიოზი - ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულებს, ყველასგან გარიყულებს, ვალებში ჩაძირულებს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ.

წაიკითხეთ სტატია სრულად ambebi.ge-ზე