loader

ე.წ. კანონიერი ქურდის, "სვანის" დეპორტაციის კადრები უკრაინიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. კანონიერი ქურდის, "სვანის" დეპორტაციის კადრები უკრაინიდან

ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად "სვანი" დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაკავებულს დავით ჩაჩიბაიას სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. "დაკითხვისას გერლიანმა აღიარა, რომ ის "კანონიერი ქურდია". საქართველოს კანონებით ასეთი აღიარება საკმარისია რამდენიმე წლით მის დასაპატიმრებლად. უკრაინული კანონმდებლობა კი არ იძლევა საშუალებას, პირს ამის გამო პატიმრობა მიესაჯოს", - ამბობს დეკანოიძე.

მისივე ცნობით, "სვანის" საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
დეკანოიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს შსს მას დააპატიმრებს და არ მოხვდება სხვა ქვეყანაში, საიდანაც ისევ უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს.

ასევე იხილეთ: ე.წ. კანონიერი ქურდი "სვანა" საქართველოშია? - "ნაციონალური მოძრაობა" ინფორმაციას ავრცელებს