20-წლიანი ძებნის შემდეგ იტალიაში მაფიის ბოსი დააკავეს
იტალიაში პოლიციამ ერნესტო ფაცალარი დააკავა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ძებნილებს შორის სიაში მეორე იყო. იგი მაფიოზური დაჯგუფების ბოსია. ერნესტო 20 წლის განმავლობაში ემალებოდა პოლიციას, რაც პროკურორის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ მას პოლიციაში თანამზრახველები ჰყავდა.