ჰოლანდიურ საიტზე აფხაზეთი და საქართველო ცალ-ცალკე ქვეყნებადაა მოხსენიებული
ჰოლანდიურ საიტზე აფხაზეთი და საქართველო ცალ-ცალკე ქვეყნებადაა მოხსენიებული.
საიტის www.wwitv-ის საშუალებით აფხაზური ტელევიზიის "აპსუა ტვ"-ის ყურებაა შესაძლებელი. არხების ჩამონათვალში 100-მდე ქვეყანას შორის აფხაზეთი ერთ-ერთია.
საიტის ჩამონათვალში აფხაზეთისა და "აპსუა ტვ"-ის დამატების შესახებ "ინტერპრესნიუსსა" და "პალიტრა ტვ"-ს უცხოეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა აცნობა.
აფხაზეთი და მისი ტელეარხი მსოფლიოს ქვეყნების ტელევიზიების ჩამონათვალში პირველია.
www.wwitv.com-ის საშუალებით შესაძლებელია "აპსუა ტვ"-ს ვებგვერდზე შესვლა და როგორც გადაცემების, ისე პირდაპირი ეთერის ყურება.
ჩამონათვალში შესულია საქართველო და 9 ტელეარხი. სულ wwitv.com-ის საშუალებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ათასობით ტელეარხის გადაცემების ნახვაა შესაძლებელი.