მაგდა პაპიძის შანსები: შეძლებს თუ არა ის მსაჯულების განაჩენის გასაჩივრებას
ექნება თუ არა პაპიძეს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება? როგორც ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი განმარტავს, ბრალდებულს ვერდიქტის გასაჩივრების უფლება არ ექნება. მას ეს უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცედურების მიმდინარეობისას გამოვლინდა და დასაბუთდა გარკვეული დარღვევები.