loader

"ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან" - ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული სკანდალში ეხვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან" - ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული სკანდალში ეხვევა

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან - ეს განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას გაააკეთა. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ. შესაბამისად, იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. კონსული ირწმუნება, რომ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო ორგანიზაციების ქსელი აქვს. თემისქანი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი. ელგუჯა დავითაძის განმარტებით, სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარება.
მედიაში გავრცელებულ კომენტარზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან განმარტებები მოსთხოვეს თურქეთის ელჩს. ელჩი არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს. საპასუხოდ კი ტელეკომპანიებმა გენერალურ კონსულთან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ვერსია გაავრცელეს.