გეი-აღლუმი პრაღაში პირველად იმართება
პირველად ჩეხეთის ისტორიაში, ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში გეი-აღლუმი იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ აღლუმი შაბათისთვის არის დაგეგმილი, ღონისძიების მხარდამჭერი აქტივობები შაბათამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
აღლუმში მონაწილეობას გეები და ლესბოსელები მიიღებენ. გეი-აღლუმის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, თეატრალური და გასართობი ღონისძიებები. აგრეთვე კინოჩვენება და საბავშვო ღონისძიებები.
პრაღაში გეი-აღლუმის გამართვას ქალაქის მერია და 13 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს.
გეი-აღლუმის ორგანიზატორებმა ინტერნეტში მხარდამჭერი ვიდეორგოლი უკვე გაუშვეს. კლიპი მაყურებელს ტოლერანტობისკენ მოუწოდებს.
გეების აქციას უკვე მოჰყვა უკურეაქცია. ჩეხი ქრისტიან-დემოკრატები გეი-აღლუმს ”მსვლელობას ოჯახური ღირებულებებისთვის” დაუპირისპირებენ.