loader

ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "წრუწი", რომელიც ოდესაში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "წრუწი", რომელიც ოდესაში დააკავეს

ოდესაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "წრუწი" დააკავეს უკრაინული მედია 44 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის თეიმურაზ ჩხეტიანის, მეტსახელად "წრუწის" საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუწყება.

ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ"უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძეზე დაყრდნობით აცხადებს.

მისი თქმით, 23 ივლისს ოდესის ოლქში დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს ადრე ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული "კანონიერი ქურდი" თეიმურაზ ჩხეტიანი მეტსახელად "წრუწი".

დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაკავების ფაქტზე ინფორმირებულია.