ინგა გრიგოლიას სიმწრის ღიმილი და ჩაშლილი გადაცემა - რა გახდა პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი?
ინგა გრიგოლიამ გადაცემა მსვლელობის დროს შეწყვიტა და მოულოდნელად მაყურებელს დაემშვიდობა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი კი გადაცემის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან, რომლის მოპოვებასაც "TV პირველის" წამყვანი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ხმისა და გამოსახულების ხარვეზით მიდიოდა.