მერიასთან დამონტაჟებულმა ახალმა შუქნიშანმა საცობი შექმნა - ახალი კადრები სააკაძის მოედნიდან
თბილისში, სააკაძის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები მიზეზად თბილისის მერიის მიერ დაყენებულ შუქნიშნებს ასახელებენ. მათი განცხადებით, შუქნიშნების დაყენების გამო ავტომობილებით დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მცირე საცობები იქმნება.
გადაადგილება შეფერხებულია ასევე შარტავას ქუჩის პარალელურ ქუჩებზეც.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი სატესტო რეჟიმით მუშაობს, რომელზეც რამდენიმედღიანი დაკვირვება მიმდინარეობს.
ნიკა საჯაია