loader

როგორი იქნება ”სექსი დიდ ქალაქში” 2025 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება ”სექსი დიდ ქალაქში” 2025 წელს

ინტერნეტში გავრცელდა ანიმაციური ვიდერგოლი, რომელიც სერიალის ფანებმა შექმნეს. ფანებმა სახალისო ვიდეორგოლში სერიალის მეცხრე სეზონი ”დააანონსეს”, რომელიც მათი გამოთვლით 2025 წელს გამოვა. კლიპში გმირები დაბერებულები არიან.

რაც შეეხება სერიალს, ის გრძელდება. მოდის დიდი მოყვარული და ჟურნალის სვეტის ავტორი ქერი ბრედშოუ მეგობრებთან ერთად, ტელეეკრანებს უბრუნდება.

გასულ კვირას ლოს-ანჯელესში ფილმის პროდიუსერებმა სერიალის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

სერიალის ახალ სეზონში სამანტა, მირანდა, შარლოტი და ქერი კვლავ ნიუ-იორკელი ქალების ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრებენ.

სარა ჯესიკა პარკერი ფილმის პროდიუსერად რჩება. მართალია ფილმ "სექსი დიდ ქალაქში 2"-ის შესახებ კრიტიკოსების კომენტარმა მსახიობს თამაშის სურვილი დაუკარგა, თუმცა ეს სერიალში მონაწილეობას არ ეხება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე