loader

გიორგი ნადიბაიძის არაჩვეულებრივი გამოსვლა "ახალ ტალღაზე", უმაღლესი ქულები ჟიურისგან და ფეხზე წამომდგარი ლეონიდ აგუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ნადიბაიძის არაჩვეულებრივი გამოსვლა "ახალ ტალღაზე", უმაღლესი ქულები ჟიურისგან და ფეხზე წამომდგარი ლეონიდ აგუტინი

სოჭში "ახალი ტალღა 2016"-ის კონკურსი დაიწყო. პირველ საკონკურსო დღეს მონაწილეებმა მსოფლიო ჰიტები შეასრულეს. საქართველოს სახელით წელს ორი კონკურსანტი არის წარმოდგენილი - გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელია. გიორგი ნადიბაიძემ ჯგუფ Aerosmith-ის ცნობილი ჰიტი I Don't Want to Miss a Thing შეასრულა და ჟიურისგან ჯამში 139 ქულა (11, 11, 11, 10, 10, 11, 11, 11, 11, 10, 10, 11, 11) დაიმსახურა. პირველ ადგილს უკრაინელი გალინა ბეზრუკი იკავებს 143 ქულით, მეორე და მესამე ადგილებს ყირგიზი ნურსულტან აზიკბაევი და იტალიელი ვოლტერ რიჩი იყოფენ 142 ქულით, მესამეზე კვლავ უკრაინელი ანასტასია გრუდმუსია 140 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილს სამი კონკურსანტი - გიორგი ნადიბაიძე, ხორვატი დინო და რუსი დენის სოკოლოდი იყოფენ 139 ქულით. რაც შეეხება ალისა დანელიას, ის ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა 135 ქულით.

მეორე ტური 7 სექტემბერს გაიმართება, სადაც გიორგი ქეთა თოფურიასთან დუეტს შეასრულებს.

ასევე იხილეთ: "გიჟი" ალისა დანელია "ახალ ტალღაზე" - რა შეფასება მისცა ჟიურიმ ქართველ კონკურსანტს