არგენტინაში 30 ტონიანი მეტეორიტი აღმოაჩინეს
არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ განსედოდან რამდენიმე კილომეტრში, მეცნიერებმა 30 ტონიანი მეტეორიტი აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე ათასი წლის წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეტეორიტული წვიმა წამოვიდა. სწორედ ამისტომ მოსახლეობა ამ ადგილს "ციურ ველს" უწოდებს. ახლად აღმოჩენილი 30 ტონიანი მეტეორიტი მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილზეა. პირველად ყველაზე დიდი მეტეორიტი ნამიბიაში აღმოაჩინეს, რომელიც 66 ტონას იწონიდა.