საქართველოს ერონული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელებმა F ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად მონტენეგრო ანგარიშით 90-84 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 3-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა. ქართველებმა ჯგუფში გამართული 6 მატჩიდან 5-ში გაიმარჯვეს, ერთში კი დამარცხდა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე 11 ქულით გავიდნენ.