31 წლის ქალმა, რომელსაც სექსუალური ხასიათის ვიდეოები გაუვრცელეს, თავი მოიკლა
31 წლის ტიციანა კანტონემ იტალიაში, დეიდის სახლში თავი მოიკლა. სიკვილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავისი სექსუალური ხასიათის ვიდეო ყოფილ შეყვარებულს და კიდევ სამ სხვა ადამიანს გაუგზავნა. მათ ვიდეო ტიციანას დაუკითხავად ინტერნეტში გაავრცელეს. აღნიშნული კადრები 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მანდილოსანი დაცინვის ობიექტი გახდა. კანტონემ სახელის შეცლვა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა სცადა. მან ასევე სასამართლოში მოიგო საქმე. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეოს განადგურებისა და ინტერნეტიდან წაშლის შესახებ, მაგრამ შეურაცხყოფილმა ქალმა თავი მაინც მოიკლა.
ტიციანა კანტონე 15 სექტემბერს დაკრძალეს. მისი ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ტიციანა კანტონე 15 სექტემბერს დაკრძალეს. მისი ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.