უკრაინამ და პრორუსმა მებრძოლებმა ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და პრორუსმა მებრძოლებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინის მხარემ ოთხი მებრძოლის სანაცვლოდ 2 სამხედრო მიიღო. 4 პრორუსი მებრძოლი ლუგანსკის რეგიონში გაათავისუფლეს. უკრაინელები - ვოლოდიმირ ჟემჩუგოვი და იური სუპრუნი ტყვეობაში თითქმის 1 წლის განმავლობაში იყვნენ. მოგვიანებით ომის ტყვეები კიევში ჩავიდნენ, სადაც მათ ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შეხვდა.