ორად გახლეჩილი სოფელი - რატომ გახდა ავტომაგისტრალი საფრთხის შემცველი?
ერთი სოფლის ორად გაყოფის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ძველი ასფალტის გზა ავტობანმა ჩაანაცვლა.
წლების წინაც სოფელი აგარები ორი უბნისგან შედგებოდა. მაშინ ერთმანეთს სამოსახლო ნაკვეთები და თუთის ხის ე.წ. ქარსაცავი ზოლი ყოფდა. მაგისტრალმა 60 კომლიანი სოფელი იზოლაციაში მოაქცია - ხელოვნურ გალავანად კი ეს მიწაყრილი იქცა. ორად გაყოფილი აგარების მოსახლეობას დარჩენილ სოფელში გაღმა და გამოღმა გადასასვლელად, ბოლო რამდენიმე თვეა ყოველ დღე რამდენიმე მეტრიან მიწაყრილზე უწევსთ გადასვლა. მშენებლობის გამო უკვე თვეზე მეტია რაიონთან დამაკავშირებელი ძველი სავალი ნაწილი ჩაკეტილია, უფროსწორად აღარ არსებობს.
რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის გვირაბის ერთი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია. საფეხმავლო გზა და წყლის სადინარი, ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ცემენტის კედლით არის გამოყოფილი. არ არის გამორიცხული, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში წყალი ადიდდეს და გვირაბი მთლიანად გაივსოს. ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლოს...
პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გომის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ კაპანაძეც. ის ამბობს, რომ აგარებში უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლის გაზიფიკაცია.