loader

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განაცხადეს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მსჯავრდებულებისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალურ, დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს, შეღავათებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც ისარგებლონ.