რამ გამოიწვია მეტროს პარალიზება თბილისში დღეს დილით - მოძრაობა უკვე აღდგენილია
თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში "ნაძალადევი" ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.