loader

გომბეშოებს მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეუძლიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გომბეშოებს მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეუძლიათ

ბრიტანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გომბეშოებს სტიქიური უბედურების წინასწარმეტყველება შეუძლიათ. მეცნიერების თქმით, გომბეშოები მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე საშიშ ზონას ტოვებენ. გასულ წელს იტალიის დამანგრეველ მიწისძვრამდე ხუთი დღით ადრე ნაცრისფერი გომბეშოების მასობრივი მიგრაცია შეინიშნებოდა.

ბრიტანელი სპეციალისტები ცენტრალურ იტალიაში მცხოვრები ნაცრისფერი გომბეშოების კოლონიაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ გომბეშოებმა მშობლიური ადგილები მოსალოდნელი მიწისძვრის გამო დატოვეს.