"მე პარლამენტში მოვისაკლისებდი..." - ვისზე სწყდება გული გია ვოლსკის?
მე პარლამენტში მოვისაკლისებდი ისეთ მუშაკს, როგორიცაა ვახტანგ ხმალაძე ან ვიქტორ დოლიძე, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას. რაც შეეხება უსუფაშვილს, გია ვოლსკიმ მასთან მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, თუმცა, "რესპუბლიკელებიდან" განსაკუთრებულად ხმალაძე მოიხსენია.