"ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები" - შს მინისტრი მარნეულში დაკავებულებზე
ყიზილაჯლოში მომხდარზე დაკავებულები არიან კრიმინალები, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელზე და დღემდე ეს არავისთვის მიპატიებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მარნეულში დაკავებულ პირებზე ზეწოლა განხორციელდა და ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.
"რას ლაპარაკოთ, სერიოზულ კომენტარს ელოდებით ამაზე? რას ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავება? ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი", - განაცხადა მღებრიშვილმა.