ტრანსგენდერ ზიზი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღობისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა და ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში დისკრიმინაციული მოტივი არ იკვეთება. პროკურორის ინფორმაციით, მურჯიკნელი და დაზარალებული ზურა (ზიზი) შეყილაძე ერთმანეთს იცნობდნენ მათ დაპირისპირება მოუვიდათ რის შემდეგაც ბრალდებულმა შეყილაძეს თავში ბლოკის ფილა ჩაარტყა, დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.