ძლიერი აფეთქება ანტალიაში - არიან დაშავებულები
ანტალიაში აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია CNN Turk-ი ავრცელებს ინფორმაციას სავარაუდო მსხვერპლზე. ძლიერი აფეთქება ანტალიაში სამრეწველო პალატის ავტოპარკინგზე მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები.
CNN Turk-თან საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ აფეთქების შედეგად შენობის მინები ჩაიმსხვრა, რის შედეგად შენობაში მყოფი ადამიანები დაშავდნენ.
CNN Turk-თან საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ აფეთქების შედეგად შენობის მინები ჩაიმსხვრა, რის შედეგად შენობაში მყოფი ადამიანები დაშავდნენ.