ემი ვაინჰაუსის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა
ემი ვაინჰაუსის ცხედრის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები ცნობილია. ვარსკვლავის სისხლში ნარკოტიკული პრეპარატები ვერ აღმოაჩინეს.
"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც ემი ვაინჰაუსის ოჯახს წარუდგინეს, ადასტურებს, რომ გარდაცვალების მომენტში ემის სისხლში აკრძალული პრეპარატები არ იყო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ემი ვაინჰაუსის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, მაგრამ უცნობია, გახდა თუ არა ეს მისი გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადეს ემი ვაინჰაუსის ოჯახის წევრებმა.
მომღერლის მშობლებმა მათი ქალიშვილის ფანებს სთხოვეს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
შეგახსენებთ, ემი ვაინჰაუსი 23 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ მომღერალი საეჭვო ვითარებაში არ მომკვდარა. შემთხვევის ადგილი პოლიციამ დაათვალიერა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნო. ნარკოტიკები არ იქნა აღმოჩენილი.
ვაინჰაუსის ახლობლების თქმით, ემიმ ნარკოტიკების მოხმარებას თავი 3 წლის წინ დაანება. გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე კი ალკოჰოლურ სასმელებზეც უარი თქვა. ექიმები ვაინჰაუსს აფრთხილებდნენ, რომ სასმელისთვის თავი ნელ-ნელა დაენებებინა.
ვაინჰაუსი 26 ივლისს ლონდონში მდებარე ედჯვერბერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამბები.გე