ვეფხვმა მომთვინიერებელს ბავშვების თვალწინ ჩაავლო და ათრია
25 ოქტომბერს ფლორიდაში ინციდენტი მოხდა. მომთვინიერებელი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ვეფხვების მონაწილეობით ნომერს უჩვენებდა, როდესაც ერთ-ერთმა მტაცებელმა მას ფეხებში ჩაავლო და ათრია. დასახმარებლად ქალს მისი მეუღლე მივარდა და მოახერხა ვეფხვის კლანჭებისგან ცოლის გათავისუფლება.