თქვენ ხართ ერთადერთი კულტურის მინისტრი მსოფლიოში, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქებინა - მწვავე კითხვა მიხეილ გიორგაძეს
თქვენ ხართ ერთადერთი კულტურის მინისტრი მსოფლიოში, რომელმაც საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქებინა, - ასე მიმართა ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა". ჟურნალისტმა პასუხი მოითხოვა კითხვაზე: იცოდა თუ არა მინისტრმა, რომ საყდრისი დანაღმული იყო?