loader

"კინგსმა" ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კინგსმა" ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა

"კინგსმა" თბილისის მედიათეკაში სპეციალურად "კინგსელებისთვის" შექმნილი წიგნის - ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ "კინგსის" ინგლისური ენის ოლიმპიადის გასული სეზონის გამარჯვებული მონაწილეები.

"კინგსის" თაობის ეს წარმატებული მოსწავლეები სამწლიანი განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე გახდნენ "კინგსის" ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსის მფლობელები. ამ სტატუსის შესაბამისად, მათ პირველებს გადაეცათ "კინგსელის" ექსკლუზიური სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგულ გზამკვლევს წარმატების გზაზე", - აცხადებენ "კინგსში".

მათივე განმარტებით, 6 ნოემბერს, ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში 20 000-ზე მეტი "კინგსელი" მიიღებს "სპეციალურად მოსწავლის განვითარებისთვის შედგენილ ამ ექსკლუზიურ წიგნს".