ქიზიყში ბერები დახმარებას ითხოვენ: ელიას მთაზე მდებარე მე-6 საუკუნის ტაძარი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა დაანგრია
ქიზიყში ბერები დახმარებას ითხოვენ - წმინდა ელიას მთაზე მდებარე მე-6 საუკუნით დათარიღებული ტაძარი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა დაანგრია. დაზიანებულია შენობის ნაწილი. დიდი ზომის ნაპრალები გაუჩნდა წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის შესასავლელ თაღს და სამრეკლოს ნაწილსაც. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ამ დრომდე შეწყვეტილია წირვა-ლოცვა. მოსახლეობას ტაძართან მიახლოება აკრძალული აქვს. ადგილობრივი ბერები ამბობენ, რომ მცირე ზომის კლდოვანი მასების შლა წინა პერიოდშიც შეინიშნებოდა, თუმცა, ასეთ მასშტაბურ ფაქტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.