loader

1 დოლარი = 2.47 ლარი - კურსი ვარდნას განაგრძობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 დოლარი = 2.47 ლარი - კურსი ვარდნას განაგრძობს

კურსი ვარდნას განაგრძობს - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. 11 ნოემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4773 ლარი იქნება. ამ დრომდე არსებული კურსი 2.4546 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, პარასკევიდან ერთი ევროს შეძენა 2.6995 ლარად იქნება შესაძლებელი. გაცვლითი კურსი გაიზარდა კომერციულ ბანკებშიც. "საქართველოს ბანკში" 1 დოლარი 2.52 ლარია. "თიბისი ბანკში" 1 დოლარის ღირებულებად 2.51 ლარით განისაზღვრა. "ლიბერთი ბანკშიც" ერთი დოლარის ყიდვა მომხმარებელს ასევე 2.51 ლარად შეუძლია. "ქართუ ბანკში" 1 დოლარი 2.49 ლარია, "რესპუბლიკა" ბანკში კი ერთი დოლარი 2.39-ია.