ქართველი კონკურსანტის მიერ შესრულებული ქართული სიმღერების პოპური "თეატრალურ კვარტეტთან" ერთად რუსულ საოპერო შოუში
რუსეთში სატელევიზიო კონკურსი Большая опера-ს მორიგი ეპიზოდი, სადაც მონაწილეობას ქართველი მომღერალი მარიკა მაჩიტიძე იღებს, სპეციალური გამოშვებით გავიდა. მონაწილეებმი უჩვეულო ამპლუაში წარსდგნენ - მათ საოპერო არიების ნაცვლად სხვა სიმღერები შეასრულეს. ქართველმა კონკურსანტმა მარიკა მაჩიტიძემ "თეატრალურ კვარტეტთან" ერთად ქართული სიმღერების პოპური იმღერა.