პრემიერი მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს - რა მოლოდინი აქვს დავით ნარმანიას?
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების დიდი ნაწილი ადგილებს შეინარჩუნებს, ნაწილს კი ახალი წევრები ჩაანაცვლებენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იგივე იქნება.