loader

სოფიო ხორგუანი: 60-თეთრიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ტარიფის გაზრდა აიძულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფიო ხორგუანი: 60-თეთრიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ტარიფის გაზრდა აიძულეს

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიმართ იძულებისა და მუქარის გაგრძელებაზე საუბრობს და შს სამინისტროსა და პროკურატურისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

როგორც ხორგუანმა დღეს, 29 აგვისტოს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეებში 80 თეთრი გახდა ის სამარშრუტო ტაქსებიც, რომლებიც მოკლე მანძილს გადიან და მგზავრობის ღირებულების გაძვირების შემდეგ 60-თეთრიან ტარიფს ინარჩუნებდნენ.

მისივე თქმით, მძღოლები კვლავ იძულებაზე საუბრობენ და ტარიფის გაზრდით თავადაც უკმაყოფილონი არიან.

"სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები – იძულება, მუქარა, შრომითი უფლებების ხელყოფა. სწორედ ამის გამო, ჩვენ, 22 ივლისს, მივმართეთ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, გამოერკვიათ ვინ აიძულებდა მძღოლებს მგზავრობის ღირებულების გაზრდას, თუკი ამაში არ მონაწილეობდა თბილისის მერიის სამსახურები და ტარიფის გაზრდაში არანაირი კავშირი არ ჰქონია მთავრობას", - განაცხადა ხორგუანმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართვაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

ხორგუანმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს, როცა ყველა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირებულია, შს სამინისტრო და პროკურატურა განმარტებას გააკეთებს ან ინფორმაციას გაავრცელებს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით.