მაღალმთიან აჭარაში თოვს - თურქეთის საზღვართან სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
მაღალმთიან აჭარაში თოვს. ნალექის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 10 სმ-ს აღწევს, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 20 სმ-ია. უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისთვის. შეზღუდვები მოქმედებს გოდერძის უღელტეხილზე. გათოვდა შუახევის მაღალ სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარი 3-6 სმ აღწევს. უამინდობას შუახევის მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალური რეჟიმი მოქმედებს თურქეთის საზღვართან.