73 წლის მიკ ჯაგერს 29 წლის მეგობარი ქალისგან მერვე შვილი შეეძინა
73 წლის მიკ ჯაგერი მერვე შვილის მამა გახდა. ლეგენდარულ მუსიკოსს და თავის 29 წლის მეგობარ ქალს, მელანი ჰემრიკს ვაჟი შეეძინათ. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ. თუ რას დაარქმევენ პატარას, ჯერჯერობით უცნობია. "როლინგ სტოუნსის" მომღერლის ყველაზე უფროსი შვილი 45 წლისაა.