რისკენ მოუწოდებს პატრიარქი მრევლს საახალწლოდ?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ურჩევს, ახალ წელს სახლში "მკვდარი ნაძვის ხის" ნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანონ. მრევლისადმი შესაბამისი მოწოდება ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებაზე გააჟღერა და ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.