ბედუკაძე ტელეწამყვანი ხდება
ახალი ტელეარხი და პოლიტიკური გადაცემა - ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე, ტელეკომპანია "თბილისი 24"-ზე საავტორო პოლიტიკურ გადაცემას მოამზადებს. არხის ხელმძღვანელობას გადაცემის პროექტი მან თავად შესთავაზა. ტელეკომპანია "თბილისი 24"-ს მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მისცა. კომპანია ტელემაუწყებლობის დაწყებას 31 დეკემბერს გეგმავს. "თბილისი 24" დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს.